კალაძე იტალიელებს: როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვარ

სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო უკიდურესად მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით განვიცდი კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ამბავს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის.

მინდა ღრმა მწუხარება და პატივისცემა გამოვხატო მსოფლიოს ერთერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიის მიმართ, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და ჩემი ცხოვრების გამორჩეული წლები მაჩუქა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის კიდევ უფრო მტკივნეულია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია.

მე, როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, ქართველ ხალხთან ერთად თქვენს გვერდით ვდგავარ. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ. სწორედ ამ სიყვარულის და თანადგომის ნიშნად, თბილისის სიმბოლო- ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გავართმევთ თავს! თავს გაუფრთხილდით!

თბილისის მერი, კახა კალაძე INTAGRAM-ზე წერს. ბოლო ორი დღეა, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევები იკლებს. 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში დაავადების 4,790 ფაქტი დადასტურდა. 22 მარტს ეს მონაცემი 5560 იყო, ხოლო 21 მარტს - 6557. ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაავადებული 50,418 ადამიანიდან 3,204-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები