კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი ოჯახის წევრებთანაც კი

დღეს, რაც გვაქვს შემთხვევები საქართველოში, ძირითადად, ეს არის ოჯახური კლასტერები ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ასეთ დროს, მითუმეტეს, როცა თვითიზოლაციაშია ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორის და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლო მეგობრებს შორისაც. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ამ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 1.5 მეტრი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2მ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.

კომენტარები