კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არც ერთი ადამიანი არ არის ქვეყანაში, რომელსაც ტესტირება ჭირდება და არ უტარდება

იმაზე ჩაციკლება, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება პანაცეა იყოს, შემოვა თუ არა სწრაფი ტესტები ქვეყანაში ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთუცებ, არ არის ეს სწორი მიდგომა და ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწრაფი ტესტი ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულებზე დამყარებული და ოქროს სტანდარტი.

ოქროს სტანდარტი გვაქვს, დღეს ჩამოვიდა სწრაფი ტესტი რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას ჩამოიყვანს საათნახევარზე. როგორც მე ვიცი, სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად შემოვა ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები და ასევე ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები. ასე რომ დღეს არცერთი ადამიანი არ არის ქვეყანაში, რომელსაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება. 

დაავადებათა კონტეოლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები