ტიკარაძე: ამ ეტაპზე, COVID-19-ის ტესტების ყველასთვის ხელმისაწვდომობა საჭირო არ არის

დღესდღეობით სწრაფი ტესტებით საქართველოს სრულ მოსახლეობაზე კვლევის ჩატარებას არ ექნება ისეთი შედეგი, რა მოლოდინიც დაითესა და ეს არ არის სწორი. ტესტები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტიანია, როდესაც კვლევა მიზნობრივ ჯგუფებზე ტარდება. მარნეულში დღეს ჩატანილი ტესტები აუმჯობესებს დროში ხარისხს. კერძოდ, მისი საშუალებით ვირუსზე პასუხის დრო 6-ის ნაცვლად, საათ-ნახევრამდე მცირდება.

ტესტებს მხოლოდ მაშინ გამოვიყენეთ, როცა ამის საჭიროება დადგება და საკვლევი გახდება გაცილებით მეტი მიზნობრივი ჯგუფი, იმისათვის, რომ მოხდეს დროული იდენტიფიცირება, თუ სად გვაქვს ეპიდაფეთქება.

ჩვენ გვაქვს გარკვეული კლასტერები და ზუსტად ვიცით, ვინ არის საკვლევი ჯგუფი. აქედან გამომდინარე, საჭიროება, რომ ყველა ადამიანმა, ვისაც ანამნეზით არ ეკუთვნის ტესტის ჩატარება, ჩაიტაროს თუნდაც სწრაფი ტესტი, რომელიც პასუხს 15 წუთში იძლევა ან ტესტი, რომელიც პასუხს მოგვიანებით იძლევა, ამის საჭიროება დღეს არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტვ. იმედის ერთერში. საქართველოშ სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ერთეული, ჩამოვიდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები