კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და მათი ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში, შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, არის აპრილის პირველი კვირა. 

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, გვქონდეს პიკი, არის მარნეულის რეგიონი. აქ ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს COVID-19-ით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები, ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტვ. იმედის ეთერში.

კომენტარები