ტიკარაძე: კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია

ძალიან კარგი არის ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული და ეს, რა თქმა უნდა, არღვევს იმ ადამიანებზე ზრუნვას და ასევე უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ესე ზრუნავს.

აქვე მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან ეს ვიდეოჩართვა მეც ვნახე, სახელმწიფო ზრუნავს მათზეც და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე თვითონ, პირადად,  ადგილზე ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება, როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ჩვენთვის, ისევე როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მხრიდან, ზუგდიდში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების და ხელთათმანების დარიგებაზე. პირბადეების გადაცემა ყველა რეკომენდაციის დარღვევით მოხდა - ზუგდიდის ბულვართან ათობით ადამიანი მჭიდროდ იდგა და თავის რიგს ელოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები