პაატა იმნაძე: ორსული ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩვენი ჯგუფები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მუდმივად მუშაობენ და, პირველ რიგში, ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ეს ქალბატონი სწორედ ასე ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი, რომ ინფიცირებულია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ, რა თქმა უნდა, რადგან ორსულია, ამიტომ მოხდა მისი თბილისში გადმოყვანა

დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ბოლნისელი ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
მოკლე ბმული: