კორონავირუსი

ტიკარაძე: მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა Covid 19, მისი მდგომარეობა საყურადღებოა

ამ დროისთვის ჩვენ გვყავს კორონავორუსით ინფიცირებული 79 პაციენტი. ერთერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართული არის ამ ქალბატონის [N54 პაციენტის] ახლო კონტატების და ნათესავების, შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს Covid-ის ინფექცია, ის ამ ეტაპზე [ორსული] გადმოყვანილია თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები