კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: როცა დაიწყება ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე

დღეს ერთი თვე გავიდა, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, დაახლოებოთ ჩვენი რაოდენობა მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ღონისძიება, რაც ჩატარდა თავის დროზე და ეტაპობრივად ქვეყანაში, წესით 4-ჯერ მეტი უნდა ყოილიყო ვირუსით ინფიცირების შემთხვევები.

მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როცა დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, შემდგომ ვიტყვით ჩვენ, როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ქვეყანაში ზრდის, დაავადების მატების შემთხვევები.

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატატა იმნაძემ ონლაინგამოცამ "პუბლიკას" კითხვას მთავრობის ადმინისტრაციაში. 26 მარტის მონაცემებით, საქართელოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები