კორონავირუსი

ინფექციონისტი: მძიმედ მიმდინარე კორონავირუსი არაა განაჩენი, ვცდილობთ არაფერი გამოგვეპაროს

მძიმედ მიმდინარე ეს დაავადება არ არის განაჩენი, ჩვენ თავიდან გვქონდა სია - ეს იყო ჩინელების გამოცდილება, ეს იყო იტალიელების გამოცდილება, თუ რა მარკერები უნდა გაგვეკონტროლებინა ასეთ პაციენტებში ყოველდღიურად, თუმცა, უკვე ჩვენი გამოცდილებაც დაემატა და უფრო შეივსო ეს სია, რომელსაც ყოველ დღე ვაკონტროლებთ. შესაბამისად, ვცდილობთ არაფერი გამოგვეპაროს, ვაკონტროლებთ მათ ანალიზებს, სისხლს, ასევე რადიოლოგიურად, ტომოგრაფიებს ვუღებთ, ვამოწმებთ ფილტვებში ანთება რამდენად განვითარდა ან უკუგანვითარდა

ინფექციონისტი რეზი მეჭურჭლიშვილი TV პირველის ეთერში.

კომენტარები