მინდიაშვილი: ახლა არ წავიდეთ ტაძარში, არ დავღუპოთ სხვები, მოვიქცეთ კეთილი სამარიტელივით

საღმრთო წერილიდან და მართლმადიდებლური თეოლოგიური ტრადიციიდან თუ რაიმე წამიკითხავს, მისწავლია, გამიაზრებია, ესაა ის, რომ ტაძარი, სატაძრო მსახურება არ არის თვითმიზანი, რომ ღმერთის საკურთხეველი არ არის ქვის ლოდი ტაძარში, არამედ ტაძარიც და საკურთხეველიც ესაა ადამიანი - ხატება და მსგავსება ღმერთისა.

ყველაფერი ახალი აღთქმიდან, აბსოლუტურად ყველაფერი, მიმართულია ადამიანის მსახურებისკენ. აი, ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ, რომლითაც მაცხოვარი პასუხობს ფუნდამენტურ კითხავას, რომელია უმთავრესი მცნება. ამ იგავის თანახმად, არა მღვდელი და ლევიტელი (წაიკითხე: დიაკვანი), არამედ იმჟამად რელიგიურ კეთროვანად, ერეტიკოსად, სექტანტად შერაცხილი სამარიტელი კაცი არის მოყვასი ადამიანისა და შესაბამისად, - მოყვასი ღმრთისა.

რატომ? იმიტომ, რომ მღვდელმაც და დიაკვანმაც გულგრილად ჩაუარეს დაყაჩაღებულ, ნაცემ, საშველის მთხოვნელ ადამიანს, - მათ ალბათ ტაძრისკენ მიეჩქარებოდათ, ეგონათ, ღმერთი ტაძარში უცდიდა. სინამდვილეში, ღმერთი, როგორც სახარებიდანვე ვიცით, სწორედ ეს ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი აღმოჩნდა; სამარიტელი სწორედ ღმერთს შეხვდა ამ ღონემიხდილი კაცის დამხარებისას. ესაა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ყველაზე დიადი, ყველაზე საკრალური, ყველაზე ესქატოლოგიური სწავლება იესო მაცხოვრისა.

არა ტაძრებში შეკრება, არა სასწაულების რწმენა, არა მარხვა და ლოცვა, არამედ რეალური, ქმედითი დახმარება მოყვასისა არის ის, რასაც საშინელ სამსჯავროზე, იესო ქრისტე მოკითხავს ადამიანის სულს. ესაა ქრისტიანობაში ყოველივეს განმსაზღვრელი მსახურება ღმერთისა და ადამიანისა. ამ დიადი სწავლების შუქზე უნდა წავიკითხოთ ქრისტიანებმა ჩვენი ცხოვრება და გავიგოთ ის, რაც ახლა ხდება.

წავიდეთ თუ არა ტაძარში? სახარება არაორაზროვნად გვაფრთხილებს, არ მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცა მღვდელი და ლევიტელი. დიახ, ახლა არ წავიდეთ ტაძარში, არ დავიღუპოთ ჩვენი თავი იმით, რომ დავღუპავთ სხვებს, მოვიქცეთ კეთილი სამარიტელივით - დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია, კონკრეტულ ადამიანს: ზოგმა შინ დარჩენით, ზოგმა სნეულების, მოხუცების, ღარიბების, პატიმრების მიხედვით, ზოგმა უსახლკაროების შეფარებით - ესაა ცოდვების მომკითხავი ღმერთის მოძღვრება და ჩვენი სულიერი და სოციალური გადარჩენის ერთადერთი გზა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი კორონავირუსის შესახებ Facebook-ზე წერს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები