იმნაძე: ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის

ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველ საჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა.

თქვა NCDC-ის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან არის გამოცხადებული, 23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულსა და ბოლნისში.

კომენტარები