კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: არ არის სამეგობროში, ოჯახში შეკრების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში

ჩვენ კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე - რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, სამეგობრო წრეებსაც, დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. დღეს რაც გვაქვს, ყველა შემთხვევა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, იყო ოჯახური კლასტერები. ანუ, ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. დღეს არ არის არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში.

თქვა დაავადებათა კონდტოლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები