ჭიაბერაშვილი: 3 კვირა ვდაობთ სწრაფი ტესტების საჭიროებაზე, მაგალითები ამის საჭიროებას მოწმობს

ბუნებრივია, მთელ საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ დღესაც კვლავ გაურკვევლობაა. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა იმის თაობაზე, რომ ჩინეთის ერთერთი კონკრეტული კომპანიიდან გამოგზავნილი ტესტები უკან არის გაწვეული ხარისხში დიდი ეჭვის გამო და ჩვენ, სამწუხაროდ, სამი კვირაა ვკამათობთ და ვდაობთ იმის გამო, რომ საჭიროა თუ არა სწრაფი ტესტები მაშინ, როდესაც გერმანია, სამხრეთ კორეის, ისრაელის, შვედეთის მაგალითები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი საუკეთესო გამოსავალი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის და ამისკენ მოგვიწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

27 მარტს ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-მ ტესტები, უხარისხობის გამო, უკან გაიწვია. შესაბამისად, საქართველო, დაგეგმილ 215 000 ტესტს აღარ შეიძენს.

კომენტარები