კარანტინი

მდინარაძე: ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დღეს არ დგას

იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ   მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის  დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი.  დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად  არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები. ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და  ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად,  კვალზე ბოლომდე.​

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

კომენტარები