კორონავირუსი

იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, ისიც ხშირად უნდა დაამუშავოთ

ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, იმიტომ, რომ ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით.

რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელებს მივიდებთ მერესახეზე, თვალზე მოვიკიდებთ, ნიღაბს გავისწორებთ, ავიწევთ და ჩავიწევთ (სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე), რა განსხვავებაა თუ მობილურ ტელეფონს თუ ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ და მერე...

ძალიან კარგად გავითავისოთ ქცევები, ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხება, თუმცა, სხვებსაც ეხება. იგივე მაღაზიებში ხელთათმანებით მუშაობს ბევრი ადამიანი, გასაგებია, ის თავს იცავს, მაგრამ ეს თავის დაცვა კარგად უნდა გაითავისოს, რომ კანიდან არაფერი არ იჭრება, ხელები რატომ არის სახიფათო? იმიტომ, რომ მერე ამ ხელებით ვეხებით სახეს, პირს, ცხვირს, თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია, ასე რომ ხელთათმანიანი ხელითაც ასევე შეიძლება გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშაოთ ხელთათმანიანი ხელებიც

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. საქართველოში 27 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით 81 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები