მეუფე მელქისედეკი: მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებთა მიმართ სიძულვილის ენა შუღლს აღვივებს

მოგეხსენებათ, ბოლნისსა და მარეულში კარანტინი გამოცხადდა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარანტინის დაწესება მსგავს ვითარებებში, სრულიად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთის უამრავი დემოკრატიული ქვეყნისათვის, რისი მაგალითების მოძიებაც მარტივად შეგვიძლია.

მეორე საკითხი ისაა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება სხვა რეგიონშც მოუხდეს იგივეს გაკეთება, რამაც საბოტაჟისა და დაუმორჩილებლობის საფუძველი კი არ უნდა მოგვცეს, არამედ სახელმწიფოებრიობის, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე გაასკეცებული ზრუნვისაკენ უნდა დაგვაფიქროს.

ეკლესიაში მოსულები ხშირად ვისმენთ ხოლმე საკითხავებს, თუ როგორ დაითმინა რომელიმე წმინდანმა ღმერთის ან მოყვასის სიყვარულის გამო ტანჯვა, წამება, გვემა, ეს ყველაფერი მოგვწონს და ინსტიქტურად მის მიბაძვასაც ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ დავფიქრდეთ, როგორი შეუსაბამოა, რომ ერთი მხრივ ვბაძავდეთ ადამიანს, რომელმაც სხვა პიროვნებებისადმი წამება დაითმინა და ამ დროს არ შეგვეძლოს რამდენიმე დღე ან კვირა, კარანტინში გავჩერდეთ.

ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მარნეულში და ბოლნისში მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დებისადმი მიმართული სიძულვილის ენა, რომელიც ეთნიკური, რელიგიური და ზოგადად სახელმწიფოებრივი შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან, მათაც ჩვენსავით (ან უფრო მეტად) უყვართ ჩვენი ძვირფასი სახელმწიფო, ზრუნავენ მასზე, ასრულებენ დაკისრებულ შესაბამის მოვალეობებს და არავის აქვს უფლება, საკუთარი ნებსითი ან უნებლიე მოქმედებით, კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტის კერა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ხვალ საერთოდ სხვა რეგიონი აღმოჩნდეს იდენტურ მდგომარეობაში

წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი facebook-ზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები