თენგიზ ცერცვაძე: მთელი მოსახლეობის კარანტინში გადასვლის საკითხი არ დგას

მთელი მოსახლეობის კარანტინში გადასვლის საკითხი არ დგას და რატომ - ამ სამ პირს [რომელთა პირველწყარო არაა დადგენილი], მე კონკრეტულად მაინც ერთი პირის მაგალითი მაქვს, მარნეულელის. მართალია, ის ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს და ვერ შემოვიფარგლებით 5,10,15 კაცის კვლევით და ფართო კვლევა უნდა ჩავატაროთ, თუმცა ის მაინც ასახელებს იმ ადგილებს, სადაც ბოლო ორი კვირის მანძილზე იყო. ის იქ იყო, მარნეულში და იყო ვთქვათ წლისთავზე, საველე სამუშაოზე. ანუ, თუ არ არის ზუსტად ცნობილი ის პირები, ვისთანაც იყო კონტაქტში, მაინც ცნობილია არეალი, სადაც ის მოძრაობდა და ის გზა, რომელიც მან გაიარა და ეს მაინც აადვილებს საქმეს. ეს ერთგვარი შუალედური ეტაპია მესამეულ გადაცემასა და მასობრივ შიდა გადაცემას შორის, რადგან მაინც არის საშუალება ამ პირის გადაადგილების მარშრუტს მივსდიოთ და იქ წარვმართოთ ძირითადი ვექტორი კვლევის და არა ყველგან.

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები