მეუფე იოსები: ეტყობა, ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხმა გაიგოს ზიარება რა არის

არაფრით არ შეიძლება ეკლესიებში წირვა-ლოცვის შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის... საერთოდ არც კი იციან რა არის ზიარება. საერთოდ კი იციან ლიტურგია რა არის?! ესეც არავინ არ იცის. ეტყობა, ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხმა გაიგოს და უზიარებელი არ დარჩეს. არ შეიძლება ვირუსი გადავიდეს ზიარებიდან. ეს ქრისტეს სისხლი და ქრისტეს ხორცია. როგორ უნდა დაიჯეროს მორწმუნე ადამიანმა, რომ ქრისტეში ვირუსი შევიდა. ვირუსი კი არა, ყველაფერი უძლურია მის წინაშე. საშიშია ვირუსიც, მაგრამ ღმერთის თუ არ გეშინია, შე ოჯახაშენებულო მაშინ.. ყველაფრის უნდა გეშინოდეს. მე შეიძლება ახლა გარეთ გავიდე და აგური მომხვდეს თავში და გარდავიცვალო. მაშინ აგურისაც უნდა მეშინოდეს. 

შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები კორონავირუსზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები