კორონავირუსი საქართველოში

მამა ანდრია: ლოცვაზე მოსულებმა და სახლიდან შემოერთებულებმა, აჩვენეს პასუხისმგებლობა

მე კი ვიტყოდი, რომ დღეს, მთელი საქართველოს მაშტაბით, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ეკლესიაში ლოცვაზე მობრძანდა, და ვინც სახლიდან შემოუერთდა ლოცვას, აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, მოყვასისა და ღვთის სიყვარული. 

ეს ადამიანები, ეკლესიიდან წასვლის შემდეგაც, ასეთივე პასუხისმგებლობის მატარებელნი იქნებიან ყოფით ცხოვრებაში. ასე რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქუჩებში ბევრი კარგი ადამიანი დადის, რომელსაც თქვენ უყვარხართ და გიფრთხილდებათ.

წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები