პაპაშვილი ვირუსზე: გამჩენის ხელი ჩაერია - ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ

მე მგონი, ვირუსის გასვლის შემდეგ ნაკლებად იქნება დრო და მოთხოვნა იმპორტზე, რაც ეკონომიკისთვის არაა კარგი, მაგრამ ქვეყნის სავალუტო ბალანსისთვის კარგია, რადგან იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია - ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ...

ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე... ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ. ჩვენ პირველ რიგში ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ, რომ ფუნდამენტი იყოს ძლიერი... ფიზიკური ძალისხმევების გარეშე შემცირდება იმპორტი და ახლა არის დრო იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ.

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი პროგნოზით, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევები ქვეყანაში იმპორტს ბუნებრივად შეამცირებს, რაც ეკონომიკისთვის - არა, მაგრამ სავალუტო ბალანსისთვის კარგია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები