ლარის კურსი

თურნავა: მოლოდინები ნეგატიურია და ლარი უფრო უფასურდება, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით

ლარის კურსი დღეს ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსისგან - ამ გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება. კორონავირუსი ეკონომიკას გლობალურად ურტყამს, საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არა ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა გამოწვევამ მოიტანა. სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა, შექმნილი პანიკური განწყობა არა მარტო ლარის კურსზე მოქმედებს, არამედ საქონლის მოხმარებაზე და სხვ. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 3.2896.

კომენტარები