კორონავირუსი საქართველოში

მეუფე მელქისედეკი: დისტანციის დაცვა თუ არ ყოფნის სიტუაციას, სახელმწიფომ უნდა გვითხრას

ჩვენ ყველანაირად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფომ და ჯანდაცვის სტრუქტურებმა გამოაცხადა შევასრულოთ ისე, როგორც არის სტანდარტი. როგორც მოვისმინე, უფრო რთულ პერიოდში გადავდივართ და გართულებებს უნდა ველოდოთ...

თუ რთულდება სიტუაცია, ესეც უნდა გვითხრას სახელმწიფომ. გუშინ რომ ჩავატარეთ წირვა ტაძარშიც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები იდგნენ დისტანციით და ეზოშიც ასე დისტანციით იყვნენ განლაგებულები. თუ ეს არ ყოფნის უკვე სიტუაციას, ეს სახელმწიფომ უნდა გვითხრას, რომ უფრო რთული სიტუაციაა და რაღაც იმოქმედეთ. ჩვენ გვაქვს დასკვნა, რომ ჯერ რასაც ვაკეთებთ, ეს საკმარისია. თუ არ არის საკმარისი, ვიმეორებ, რომ სახელმწიფომ უნდა გვიკარნახოს ჩვენ, თუ როგორ მოვიქცეთ.

ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი TV პირველის ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მთავრობის მიერ დაწესებულია შეზღუდვა, რომელიც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას ზღუდავს, ეკლესიებში ხალხი, შექმნილი ვითარების მიუხედავად, ისევ დადის. საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლაზე კვლავ უარზეა.

კომენტარები