კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იობი: უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო

ჩვენმა წმინდა სინოდმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს, ზიარებაც, მსახურებაც - ყველაფერი, ამით ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, აქედანაც გამოჩნდა ჩვენი სარწმუნოებრივი სიმტკიცე, დამოკიდებულება ღვთისადმი, რომ ჩვენ მართლაც გვწამს.

უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო. ალბათ ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლა საჭიროა და ხომ უნდა მოემზადო შესაბამისად. არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება, თქვენ იცით და როგორ შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ თქვენ რაღაცით დაავადდეთ. 

რამდენი შემთხვევაა თუნდაც, რომ ავარიით ადამიანები იღუპებიან, რამდენი გულის პრობლემით გარდაიცვალა უცბად, ზოგმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, ყველაზე ნაკლები დაინფიცირება საქართველოშია და გარდაცვლილი არ გვყავს, ეს მარტო ექიმების დამსახურება კი არაა, ეს ღვთისმშობლის დამსაურებაა. უბრალოდ, ჩვენ გვაფხიზლებს, რომ მალე შეიძლება სიკვდილის ჟამი დაგიდგეს და ამიტომ უნდა მოემზადო, ტაძარში მიხვიდე. ზოგი ჭირი მარგებელია, ჩვენზეა ნათქვამი, უნდა გამოვფხიზლდეთ.

ამბობს ურბნელი მიტროპილიტი, მეუფე იობი ქადაგებისას.

კომენტარები