კორონავირუსი

წულუკიანი: მე გამიხარდებოდა, რომ მქონდეს სახლში ყოფნის შესაძლებლობა, დარჩით სახლში

ჩვენი მიზანია, საზოგადოება კიდევ უფრო სოლიდარული გახდეს ამ ბრძოლაში, რომელსაც ხელისუფლება დღემდე საკმაოდ ეფექტურად და წარმატებულად აწარმოებს. იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ, როდესაც ვართ სახლში, ვისაც გვაქვს ამის ფუფუნება, მე ასე ვიტყოდი.

ბევრი წუხს იმაზე, რომ სახლში უწევს მუდმივად ყოფნა, მაგრამ მინდა, ისინი ვანუგეშო, დავამშვიდო და ვუთხრა, რომ მე ვარ იმ ადამიანებს შორის, ვისაც პირიქით, გამიხარდებოდა, რომ მქონდეს სახლში ყოფნის შესაძლებლობა. ამიტომ, დარჩით სახლში, ეს არ არის ცუდი, დროებით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე.

კომენტარები