კორონავირუსი

მეუფე საბა: ძვირფასი სიცოცხლე, ქრისტემ სისხლით რომ გამოისყიდა, გაციებას, ვირუსს შევწირო?

ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანს, რომელიც ქრისტიანობას და ქრისტეს სახელს ახსენებს და ამავე დროს სხვებს ლანძღავს და თან ამბობს, რომ ქრისტიანობას ვიცავო.

ეს ლიბერალი ეპისკოპოსი, ეს ამბობს, ეკლესიაში არ წახვიდე" - რა ქნას მან, როდესაც  მოუწოდებენ, ასეთ დროს ეკლესიაში არწასვლა ღმერთის უარყოფააო.

ასევე მოუწოდებენ, რომ "მე მოძღვარი ვარ შენი და რასაც გეტყვი უპირობოდ უნდა დამიჯერო", - რა ქნას ამ ადამიანმა? მესმის ასეთი ადამიანებისაც და ვხვდები, თუ რატომაა ამდენი სიძულვილი ჩვენთან.

პავლე მოციქულმა უთხრა თავის მოწაფეებს - გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება, ამიტომ ყოველთვის იყავით გულახდილები [...]

როდესაც მღვდელმთავარია, მისმა ერთმა სიტყვამ შეიძლება მრავალი ადამიანი წაიყვანოს შეცდომის გზით. იმ მოწოდებებით, რომ დღეს მირჩევნია ვირუსით მოვკვდე, ვიდრე ტაძარში არ ვიარო, მართლაც რომ უაზრო მსხვერპლისთვის. რისთვის უნდა მოვკვდეთ? თავს არ მოვუფრთხილდე? ვირუსი შემეყაროს და სიცოცხლე ამ ვირუსს შევწირო? რატომ?

ჩემი სიცოცხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას? მაშინ რატომ ვმკურნალობთ სხვადასხვა დაავადებებზე? მაშინ რატომ არ ვეუბნებით [სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს], რომ დარჩით ეკლესიაში, აღსარება თქვით, ეზიარეთ და მოკვდით?! ეს ხომ უგუნურება იქნება?!

ღმერთმა გონება მოგვცა, დავფიქრდეთ, ვინ რას და საით მოგვიწოდებს.

მბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველი Facebook-ზე Live-ში ჩართვისას.

კომენტარები