კორონავირუსი

მეუფე საბა კორონავირუსზე: მღვდელმთავარმა არ უნდა მოგვიწოდოს უაზრო მსხვერპლისკენ

[...] როდესაც მღვდელმთავარია, მისმა ერთმა სიტყვამ შეიძლება მრავალი ადამიანი წაიყვანოს შეცდომის გზით. იმ მოწოდებებით, რომ დღეს მირჩევნია ვირუსით მოვკვდე, ვიდრე ტაძარში არ ვიარო - მართლაც რომ უაზრო მსხვერპლისთვის, რისთვის უნდა მოვკვდეთ, რომ თავს არ მოვუფრთხილდე, ვირუსი შემეყაროს და სიცოცხლე ამ ვირუსს შევწირო? რატომ?

ჩემი სიცოხლე, რომელიც ასეთი ძვირფასია და ქრისტემ ის თავისი სისხლით გამოისყიდა, რას შევწირო? გაციებას? მაშინ რატომ ვმკურნალობთ სხვადასხვა დაავადებებზე? მაშინ რატომ არ ვეუბნებით [სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს], რომ დარჩით ეკლესიაში, აღსარება თქვით, ეზიარეთ და მოკვდით. ეს ხომ უგუნურება იქნება.

ღმერთმა გონება მოგვცა, დავფიქრდეთ, ვინ რას და საით მოგვიწოდებს.

ამბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველი Facebook-ზე Live-ში ჩართვისას.

კომენტარები