დეკანოზი ანდრია: ციანიდი, ვირუსი, წლებია, ეკლესიის წინააღმდეგ ნებისმიერ საშუალებას იყენებენ

ძალიან ცუდია, რომ რამდენიმე წელია, ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ჩვენი მოსახლეობა უკვე თვალნათლივ ხედავს. იქნება ეს ციანიდი, იქნება ეს ვირუსი, თუ სხვა რამ, მივეჩვიეთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მაინცდამაინც ამაზე [ერთი კოვზით ზიარება] აქცენტის გაკეთება არ არის სწორი

პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით წირვები არ შეწყდება და არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეიცვლება. ამის შესახებ დეკანოზმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
მოკლე ბმული: