კორონავირუსი საქართველოში

დეკანოზი ანდრია: ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი

ძალიან ცუდია, რომ რამდენიმე წელია, ნებისმიერი საშუალება გამოიყენება ეკლესიის წინააღმდეგ. ამას ჩვენი მოსახლეობა უკვე თვალნათლივ ხედავს. იქნება ეს ციანიდი, იქნება ეს ვირუსი, თუ სხვა რამ, მივეჩვიეთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მაინცდამაინც ამაზე [ერთი კოვზით ზიარება] აქცენტის გაკეთება არ არის სწორი...

...ძალიან სამწუხარო განწყობებს ვამჩნევ. ერთი სული აქვთ, წინასწარ აანონსებენ, რომ საქართველოში დავირუსდა სასულიერო პირი, ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი... ჩვენ ძალიან ცხადად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად ხდება ეკლესიის მისამართით მსგავსი პიარის აგორება

პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსთავი ორთან საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით წირვები არ შეწყდება და არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეიცვლება. ამის შესახებ დეკანოზმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები