გიორგი გახარია

გახარია: მადლობა მოქალაქეებს, იმ გაგებისთვის, როგორც მოეკიდნენ გუშინდელი დღის ღონისძიებებს

მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ.

ეს უკიდურესადმნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე განაცხადა. საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ღამით კომენდანტის საათია გამოცხადებული.

კომენტარები