სააკაშვილი მთავრობას: ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს

მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას - ბიჭო, რა საპირველაპრილო ხუმრობა და ტყუილი მოუწყეთ ჩვენს ხალხს. საელჩომ გამოუცხადა, რომ ბილეთები გაიყიდებოდა იაფად, მივიდნენ აეროპორტში და აღმოჩნდა, რომ მარტო 25 ბილეთი გაიყიდა და დანარჩენი ნაცნობობით გადანაწილდა თქვენს ახლობლებზე, ნათესავებსა და მეგობრებზე. რას დასცინით ხალხს?!

გუშინ, 31 მარტს, ვარშავიდან დანიშნული იყო პირველი რეისი უკრაინული "სკაიაპის", რომლესაც 190-მდე ჩვენი თანამემამულე უნდა წამოეყვანა - უფასოდ [...] რეისების შეთავაზება ძალაშია, არაფერი გვინდა თქვენი, გარდა ერთისა - თბილისის აეროპორტში დაჯდომის ნებართვა.

მივმართავ ემიგრანტებს, მოთხოვეთ, მიწერეთ წერილები, მოთხოვეთ სელჩოებს დაუშვან ეს რეისები. უფასოდ მიგვყევხართ საქართველოში, უბრალოდ ივანიშვილი თავისი ხუშტურების გამო ამის უფლებას არ აძლევს გახარიას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook-ზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები