იმნაძე: საბედნიეროდ, საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ ერთ მედპერსონას აქვს

საბედნიეროდ, საქართველოში ინფიცირებული მედპერსონა გვყავს მხოლოდ ერთი, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტისაგან დაინფიცირდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ყველა ის საავადმყოფო, სადაც იმყოფებიან კორონავირუსიანი პაციენტები, ამ მიზეზით რომ დაიხუროს? ახლა ყველა დაწესებულებაში შეიძლება მოხდევას კორონავირუსიანი პაციენტი.

ახლაა ჩვენი კოლეგების მუშაობის დრო და არსად, არცერთ გაიდლაინში, პროტოკოლში, სამედიცინო პერსონალის, რომელიც უნდა იყოს ჩვეულებრივად დაცული, კონტაქტი ინფიცირებულ შემთხვევასთან არ ითვლება ჩვეულებრივ კონტაქტად. ის არის სამედიცინო პერსონალი და აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე შეკითხვას, რომელიც სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის ნიშნები, შესაძლოა, სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელს ჰქონდეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები