კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ახალი ალგორითმით, შესაძლოა, საჯარო მოხელეებს პერიოდულად ჩაუტარდეთ PGR დიაგნოსტიკა

მთავრობის წევრებს ჯერჯერობით არ უტარდებათ ტესტი [ახალ კორონავირუსზე] იმიტომ, რომ ველოდებოდით ახალ ალგორითმს, რომელზეც უკვე გუშინ მოაწერა ხელი მინისტრმა. ამ ალგორითმებში ერთერთი მაღალი რისკის პროფესიების პერიოდული კონტროლია. აქ საუბარი არაა PCR დიაგნოსტიკაზე, არამედ - ანტისხეულების ტესტის ჩატარებაზე. მსოფლიო ბაზარზე ნელნელა გამოჩნდა სანდო ტესტები და ერთერთ ვერსიად განიხილავენ, რომ იმ მაღალი რისკის საჯარო მოხელეებს, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას და უნდა გააგრძელონ იმიტომ, რომ მათი მუშაობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, პერიოდულად ჩაუტარდეთ PGR დიაგნოსტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი ალგორითმით, რომელზეც უკვე მოაწერა ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მაღალი რისკის მქონე პროფესიის წარმომადგენლებს, მათ შორის მთავრობის წევრებს, შესაძლოა, პერიოდული დიაგნოსტიკა ჩაუტარდეთ.

კომენტარები