ზიარების წესი

ლაშა ჟვანია: ეკლესიას ვერ მოვთხოვთ, მოჭრას ის ტოტი და ის ფესვი, რომელზეც არის აღმოცენებული

რა თქმა უნდა ტაძრებში შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბოს, მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ ის მითითებები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. აუცილებელია ამის გათვალისწინება იმისათვის რომ სხვები დავინდოთ, თუ საკუთარ თავს არ ვინდობთ. ქრისტიანობა საკუთარ თავზე ზრუნვა არაა, სხვებზე ზრუნვაა და ამიტომ დისტანცირება აუცილებელია... წმინდა ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს. თუკი ამას შეცვლის ვინმე, მაშინ ის ეკლესია აღარ იქნება. ამიტომ ეკლესიას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მოჭრას ის ტოტი და ის ფესვი, რომელზეც არის აღმოცენებული. ამიტომ შეუძლებელია ამაზე საუბარი, ასე იქნება უკუნისამდე, ამაში დარწმუნებული ვარ.

საქართველოს ელჩი ისრაელში და საპატრიარქოს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია რუსთავი 2-თან საუბარში. 

კომენტარები