კორონავირუსი და ეკონომიკა

თურნავა: ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მზად დახვდეთ ახალ პერიოდს

მერწმუნეთ, ახალი პერიოდი მოდის ეხლა ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაში და საქართველოს ეკონომიკაში. ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად კონკურენტული, რომელიც იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო, ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად მოთხოვნადი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ თქვენ, ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო, დახვდეთ მომზადებულები ამ პერიოდს. სხვაგვარად ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები და როგორც სხვა ყველაფერში, მათ შორის ვირუსთან ბრძოლაშიც, რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ მსოფლიოს, ამაშიც გავუსწროთ წინ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები