ცერცვაძე: თუ პიკიდან არაუმეტეს 1 000 შემთხვევით გამოვალთ, ჩათვალეთ, მინიმალური დანაკარგია

20-ზე მეტის მატება დღეში არ ყოფილა. იმასთან შედარებით, რა სტადიაშიც ვართ ეპიდემიის განვითარების და რაშიც არის დანარჩენი მსოფლიო, დანარჩენი ევროპა, კარგია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ მსხვილმასშტაბიანი, დამანგრეველი ეპიდეიმია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. 

თუ ყოველდღე იქნა არაუმეტეს 20 შემთხვევისა, ეს ნიშნავს 1 თვის მანძილზე 600 შემთხვევას. ეს არაფერია - სხვა ქვეყნებში 600 შემთხვევა ერთ დღეშია. მე ვიტოვებ იმედს, რომ რაღაც დროის მერე პიკი გადაივლის. ჩემი პირადი აზრია, რომ პიკი იქნება 2-3 კვირის მერე. ჩვენ რომ გამოვიდეთ პიკიდან არაუმეტეს 1 000 შემთხვევით, ჩათვალეთ, რომ საქართველო გამოვიდა მინიმალური დანაკარგით ამ ეპიდემიიდან.

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 28 პირი გამოჯანმრთელდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები