კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილი და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი

ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ვიხმარე ეს ტერმინოლოგია - პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული. ისიც ვთქვი დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ ამ სტადიაში შევდივართ, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 157-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი, გამოჯანმღტელდა 28

კომენტარები