კორონავირუსი საქართველოში

მამა იოანე: ჩავთვალოთ, ეს განსაცდელი სწორედ იმისთვისაა, რომ კაცობრიობა ღმერთს დაუახლოვდეს

ადამიანები ერთი და იმავე მდგომარეობიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. უამრავი ადამიანი სახლში როცაა, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარ სულზე. დაფიქრდეს, რატომ ხდება ეს განსაცდელები კაცობრიობის თავს, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს.

მიმართა სამების ეკლესიაში შეკრების ხალხს მამა იონემ. COVID 19-ის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში საკვირაო წირვა-ლოცვა მაინც აღევლინება. წირვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარშიც, თუმცა მას არც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დაესწრო და არც მისი თანამოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

კომენტარები