ეკლესია და კორონავირუსი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: არც საჯარო მოხელეებს ჩავუთვლით ცოდვაში, თუ წირვაზე ვერ მოვლენ

ნებისმერი სახელწიფო მოხელე ვალდებულია, რომ მოუწოდოს, ეს არის საჯარო მოწოდებები ხალხისადმი და მათი მხრიდან ეს აბსოლუტურად მისაღებია და გასაგებია. რაც შეეხება, ვინ დაესწრება - საერთოდ წირვაზე სამწუხაროდ, ცოტა ხალხი დადის, განსაკუთრებით საჯარო მოხელეები, ბევრი არ დადის. პირადად ვინ მოვა და ვინ დაესწრება, ეს ადამიანის პირადი საქმეა, პირადი რელიგიური გრძნობებია.

არც ერთ ადამიანს - საჯარო მოხელეს თუ მრევლის წევრს - ცოდვაში არ ჩავუთვლით, რომ აღდგომის წირვა იქნება თუ ნიბისმიერი სხვა, რომ ვერ მოვიდეს.

თქვა ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტვ პირველის ეთერში. რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერმა, თქვა, რომ სააღდგომო წირვას თვალს სახლიდან, ტელევიზორში მიადევნებს.

კომენტარები