კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა - აფეთქებას

ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა - აფეთქებას. ადრე თუ იმატებდა 2-3-4-5 შემთხვევით, ახლა იმატებას 10-15 შემთხვევით. ეს არ არის აფეთქება. ეს არის აბსოლუტურად მოსალოდნელი და ცუდი სიტყვაა, მაგრამ მისაღები დინამიკა ეპიდემიის განვითარებისთვის. შენარჩუნდება ზრდა ათეულების დონეზე და საერთო რაოდენობა იქნება ასეულები, შეიძლება ათასი, შეიძლება 2 000, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ათეული ათასები. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს საპატიო დისტანციას ევროპის ქვეყნებთან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური განვითარების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები