წულიკიანი: ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ციხე აღარ იარსებებს

საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ყოფილი საჯარო მოხელე თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირი, რომელი ჩინის და რა რანგის მოხელეც უნდა იყოს, ისინი იქნებიან ერთსა და იმავე დაწესებულებაში და პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება პირველი მაისიდან უკვე აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც ყოფილი მატროსოვის ციხეც გახდება პირველი მაისიდან.

ასე უპასუხა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა მთავარი არხის კითხვაზე, თუ რატომ გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან მსჯავდებულები რუსთავში და მათ შორის არიან თუ არა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები