კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მარტო ფარი ვერ იცავს, გამოიყენეთ სწორად, ნიღაბთან ერთად

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა. თუმცა, ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები გამოიყენონ სწორად. ჯერ ერთი, მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა გამოვიყენოთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ის არ არის ქუდი, ამიტომ არ უნდა იყოს აწეული.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები