ბინაზე მკურნალობა

ტიკარაძე: მსუბუქ პაციენტებს ვმართავთ, არა საკუთარ ბინებში, არამედ საკარანტინო ზონებში

სახლში მკურნალობის პრაქტიკა არ არის საქართველოს მხრიდან ინიცირებული, ამას aჩვენებს მსოფლიო გამოცდილება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ როგორც ჩინეთის, ასევე კორეის და შემდეგ უკვე ევროპის მაგალითებზე. ჩვენ ვიცით, რომ ინფიცირებული პაციენტების 80-82%-ში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, რაც გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას და იმაზე საუბრის უფლებას, რომ ეს პაციენტები შესაძლებელია იმართონ ბინაზე, საქართველომ ამაზე მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მივმართავთ ჩვენს პრაქტიკას და ამ მოქალაქეების მართვა არ მოხდება მათ საკუთარ ბინებში, არამედ მათი მართვა მოხდება ჩვენ მიერ გამოყოფილ საკარანტინო ზონებში, რათა პარალელურად უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანების იზოლირება თავიანთი ოჯახის წევრებისგან, რაც ავტომატურად აგვაცილებს, იმ გარკვეულ რისკებს, რომ თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში არ მოხდება უკვე დაავადებული პირების ოჯახის წევრებზე გადადება ინფექციის. რაც პარალელურად ჩვენ დაგვიცავს იმ ფაქტისგან, რომ თუ დაავადებული პირი არის ახალგაზრდა ასაკის და მას ოჯახში ჰყავს ხანდაზმული მშობლები ჩვენ პრევენციულად უკვე ვზრუნავთ მათ მშობლებზეც და იმ ასაკოვან მოწყვლად ჯგუფზე, რომლებიც მეტ წილად არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით დაავადებული მსუბუქი პაციენტების მკურნალობაზე რუსთავი ორის ეთერში, დღის კურიერში საუბრობს.

კომენტარები