კორონავირუსი საქართველოში

ბასილ კობახიძე: საპატრიარქო რჩება ფანატიკურ პოზიციებზე, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე

ეკლესია თავის შეხედულებას არ იცვლის და რჩება ფანატიკურ პოზიციებზე. სინოდმა დაადგინა, რომ არ დაკეტავენ ეკლესიებს. ვიცით, რომ საყოველთაო ამოცანა არის, ის რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაავადდეს და დაინფიცირდეს და ეკლესიას შეუძლია, არ შეიტანოს ლომის წვლილი ამაში, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არ აკეთებენ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა. მე ვიცი, რაზედაც ვლაპარაკობ, რადგანაც მრავალი წელი ვიყავი ამ ლოგიკაში, როგორც მრევლი და როგორც მღვდელი.

ამიტომაც, არგუმენტებით საუბარს - ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ თეოლოგიური არგუმენტები - საპატრიარქოსთან და პატრიარქთან აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ცხოვრობენ თავის სამყაროში და ყავთ თავისი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორიც მაგალითად მოლოქი, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს

კომენტარები