ბასილ კობახიძე მთავრობაზე: გაბუტული ბავშვებივით იმეორებენ, ჩვენ არ წავალთ სააღდგომო წირვაზე

ვხედავთ, რომ ჩვენმა მინისტრებმა ქადაგება დაიწყეს, ამ უმწეო ხალხმა - თეოლოგია ესმით, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია იციან, თუ ჰგონიათ, რომ მრევლი ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს? ჯანდაცვის მინისტრი უნდა ამბობდეს, ღმერთი სად არის და სად არა? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მრევლს არანაირი ავტორიტეტი არ ჰყავს პატრიარქისა და მამაოების გარდა? მით უმეტეს იმ საკითხში, რომელიც ეკლესიას ეხება.

გაბუტული ბავშვებივით, ინფანტილურად, ერთი მეორეს მიყოლებით რომ ამბობენ, ჩვენ არ წავალთო სააღდგომო წირვაზე. ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო ტერმინსაც იყენებს და ამბობს, რომ ტელევიზიით დავაკვირდებითო. რას უნდა დააკვირდნენ, როგორ დაინფიცირდება ხალხი? რას ნიშნავს, არ მივლენ წირვაზე, მაგრამ ტელევიზორით უყურებენ, როგორ დაინფიცირდება ის ხალხი, რომელზე ზრუნვაც აკისრიათ და ამაში უხდიან ხელფასს?!

სასულიერო პირებსაც აკისრიათ მრევლზე ზრუნვა, მაგრამ ეს მხოლოდ მორალური ვალდებულებაა. მათ მორალი არ გააჩნიათ და წირავენ ხალხს სიკვდილისთვის და ავადმყოფობისთვის, რომ თავის ჭკუაში ასიამოვნონ თავის ღმერთს, რომელიც იესო ქრისტე არ არის. ასეთი დამოკიდებულება არის ფეტიშიზმი, გაფეტიშებული არის ლოცვა, ხატი და ასევე, მამაოები, კათოლიკოს-პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა. 

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები