წულუკიანი კომენდანტის საათზე: ღამე ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც

წესებს და კანონებს იღებს საერო ხელისუფლება და ის მოქმედებს სასულიერო ხელისუფლების შიგნითაც... [კომენდანტის საათის დროს] ღამე ჩანს, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. ციფრები გუშინ იყო შედარებით უკეთესი იმიტომ, რომ წინა ღამეებზე მართლაც იყო პოლიციის მხრიდან ყველანაირი ლმობიერების გარეშე სანქციების გამოყენება.

აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება არ უნდა მქონდეს ამის, როგორც ერთ მართლმადიდებელს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ წელს ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული, არამედ, სხვა პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ამის სურვილი და საჭიროება წელს განსაკუთრებით მქონდეს, რომ მივიდე ეკლესიაში, მე ეკლესიაში არც აღდგომაზე და არც აღდგომამდე მისვლას არ ვაპირებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი 2-თან. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის მიუხედავად, ეკლესია წირვა-ლოცვებს არ წყვეტს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები