ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე პირბადეებზე: მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას

მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები მოსწონს ხოლმე. გახსოვთ, რა ჰქონდა გამოშვებული.

მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომლებიც ბაზარზე არსებობს. მსოფლიოში დღეს პირბადეების დეფიციტია. ეს არის ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის პირბადეები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელიც შავ ჭირზე მუშაობდა [...], ასეთი პირბადეებს იყენებდა. ეს პირბადე წვეთოვანი ინფექციებისგან იცავს ადამიანს ძალიან ეფექტურად.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას.

კომენტარები