თურნავა პირბადეზე: ჩვენთვის გაცილებით მოთხოვნადი და ლამაზია, ვიდრე ჟღერადი ბრენდის ატრიბუტი

ყველაზე ლამაზი აქსესუარია დღეს. ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია.  

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს... პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე მოდური აქსესუარი. ეს, პირველ რიგში, პირადი დაცვის საშუალებაა და საშუალება, რაც თითოეულ ჩვენგანს გვიცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია ტარებისთვის.  

ჩვენ, ალბათ, ყველას ძალიან გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს და დადგება დრო, როდესაც პირბადეს შევხედავთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ დიზაინერულ ატრიბუტს და არა როგორც უმნიშვნელოვანს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იცავს.  

თუმცა, გემოვნებაზე არ დაობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც, რაც მთავარია, იკერება საქართველოში. ჩვენთვის ეს პირბადე, ქართული ქარმოების დოლბანდის პირბადე, არის გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი. 

აუცილებელია ითქვას, რომ თითოეული მასალის ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. მასალა, დოლბანდი, იქნა შერჩეული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, მთელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ ყველა ოფიციალური დასკვნა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე.

ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებულ კრიტიკას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები