ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ყველა რეკომენდაციას ვიძლევით სიტუაციის შესაბამისად, თუ რას ველით 2 კვირის მერე

ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვიძლევით სიტუაციის შესაბამისად და რას მოველით 2 კვირის მერე. დღეს ჩვენ რომ რაღაცას გავაკეთებთ, ის ეფექტს 2 კვირის შემდეგ მოგვცემს. აქამდე რასაც ჩვენ ვაკეთებდით და [რა] რეკომენდაციები იყო, ეს ყველაფერი გათვლილი იყო - ორი კვირის მერე რა მოხდებოდა. ამიტომაც, დაველოდოთ, შევხედავთ სიტუაციას და ყველაფერი თავის დროზე იქნება რეკომენდებული

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და დამატებითი რეკომენდაციის გაცემა. 31 მარტიდან, საქართველოში "ფაქტობრივი კარანტინი" და კომენდანტის საათი მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

კომენტარები