კორონავირუსი და ეკლესია

მამა ირინეოსი: იესო განარიდეს ჰეროდეს, დღეს ეპიდემიაა მტერი, დამარცხები გზა - დისტანცია

ხშირად გვესმის განცხადებები, რომ საბერძნეთის ეკლესიამ რწმენას უღალატა, როცა საკუთარ შვილებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. არა, ეს ასე არ არის.

ქრისტიანები ყველაზე დიდ მოძღვრებას სახარებიდან ვიღებთ და ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როცა მეფე ჰეროდემ გასცა ბრძანება, რომ ყველა 2 წლამდე ასაკის ბავშვი ამოეხოცათ ისრაელის ტერიტორიაზე მაშინ, როცა იესო ჩვილი იყო, წმიდა ოჯახმა, მარიამმა და იოსებმა საღვთო განგებით გადაწყვიტეს, მაცხოვარი განერიდებინათ ჟამიანობისთვის, ხოცვისთვის, განარიდეს და ყრმა იესო ეგვიპტეში წაიყვანეს. მაშინ იყო ჰეროდე, რომელიც ხოცავდა ჩვილებს, დღეს ეპიდემიაა ჩვენი მტერი. ერთადერთი ხერხი ეპიდემიის დამარცხებისა არის დისტანცია, როცა ადამიანები ერთმანეთთან ახლოს არ არიან. თუ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა ნაწილმა მოუწოდა მრევლს, დროებით განერიდონ შესაკრებელ ადგილებს და ილოცონ საკუთარ სახლებში, ამით, მე ვიტყოდი, რომ დედა ეკლესიამ, ეკლესია არის დედა, როგორც დედამ, შვილებზე იზრუნა.

ვიღებთ მორჩილებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, თუმცა, არ არის დანაშაული, სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებები განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, მე მივესალმები სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებებს და საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას ვემორჩილები

თქვა მღვდელმონაზონმა ირინეოსმა ტვ პირველის ეთერში. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი ლოცვებს ცარიელ ტაძრებში აღავლენს, მრევლი კი სახლში ლოცულობს. ეკლესიების წინამძღვრები ასე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, წირვებს ტრადიციულად, მრევლთან ერთად აღავლენს და არც ერთი კოვზით ზიარების წესს ცვლის. მღვდელმონაზონი ირინეოსი საბერძნეთში სწავლობს, თუმცა, როგორც სასულიერო პირი, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია.

კომენტარები